საქართველოში უამინდობა მომდევნო კვირის ბოლომდე გაგრძელდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
„ჯერჯერობით, გამოდარებას არ ველით. პირიქით – მომდევნო კვირა, ამინდის მხრივ, „სიურპრიზებით“ სავსე იქნება. ხვალაც ნალექიანი ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა ჯერ მკვეთრად არ დაეცემა. 16 თებერვალს ასევე ნალექია მოსალოდნელი და დაიწყება ტემპერატურის კლება.
17 თებერვლიდან მკვეთრად აცივდება და მთელ საქართველოში იქნება ნალექი, უმეტესად – თოვლის სახით, ბარშიც, მთაშიც და მაღალ მთაშიც. უამინდობა კვირის ბოლომდე, ყინვებით გაგრძელდება“, – აცხადებს ჰიდრომეტეოლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.