რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ – აცხადებს შს მინისტრი ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამას თვითონ მელიაც ამბობს:
კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შს სამინისტრო თუ პროკურატურა, სხვა უწყებები. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, თვითონაც ამას იძახის ბატონი მელია. რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, -ამბობს გომელაური.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.
“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.