უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაბედული ნაბიჯი უწოდა სკოლებისა და ვაჭრობის გახსნას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაზრობებთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები არსებობს და შრომის ინსპექცია აქტიურად აძლევს მათ შენიშვნებს და აჯარიმებს.
„მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ შემდეგი შემსუბუქების კალენდარი ჩვენს ხელშია“,_ განაცხადა თურნავამ.