14 თებერვლის, კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, ხმათა 50%-ზე მეტის მიღება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 წერს.
როგორც გამოცემა წერს, გამარჯვება სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა სეპარატიზმის მომხრე პარტიების საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობა იზრდება.
ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად, სოციალისტებმა 625 ათასზე მეტი ხმის მოპოვება შეძლეს და 135-ადგილიან პარლამენტში 33 მანდატს მიიღებენ, „მემარცხენე რესპუბლიკელებსა“ და მოძრაობა „ერთად კატალონიისთვის“ კი 65 მანდატი ერგებათ. ამ მოცემულობით, პარლამენტში უმრავლესობას კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები მიიღებენ.
როგორც France 24 კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
კატალონიაში ბოლოს არჩევნები 2017 წელს მას შემდეგ ჩატარდა, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონში გამართული ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ ცნო.