“ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა გაიკეთონ”,_ ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმაია სვამინატანიმ გააკეთა.მისი განმარტებით, თუ ადამიანი მანამდე ინფიცირებული იყო და შემდეგ ვაქცინას მიიღებს, ვაქცინა იმუნურ რეაქციას გააძლიერებს.
„ასე რომ, ბევრად დარწმუნებული იქნებით, რომ კარგი იმუნური რეაქცია გაქვთ და ის დიდხანს გასტანს“, – აღნიშნა მან.




































































