2020 წლის IV კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 43 ათასით გაიზარდა და ჯამში 985 ათასი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია „მაგთიკომს“ ჰყავს.
აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასეთია: MagtiCom – მაგთიკომი – 48%, Silknet – სილქნეტი – 31%, სხვა – 21%.