,,ნიკა მელიას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ საკუთარი თავისგან გმირი გამოეძერწა, რაც ვერ მოახერხა, რა თქმა უნდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში ნიკა მელიას დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე არ არის მსჯელობა და ეს სასამართლოს კომპეტენციაა.
„ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კოლაბორაცია მას და გავრილოვს შორის. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, ეს არის პროცედურული საკითხი, აქ მის დამნაშავეობა- უდანაშაულობაზე არ არის მსჯელობა და ცხადია, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, პარლამენტი ამას ვერ განსაზღვრავს. ხოლო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა მოეხსნას იმუნიტეტი, ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, აღასრულოს მართლმსაჯულება,“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.