,,მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს”, _ ასე გამოეხმაურა ,,facebook” -ზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ნიკა მელიას დაკავებას.
აპატურაის განცხადებით, NATO ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული სტანდარტები.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა, შეინარჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომელთა მიღწევისა და შენარჩუნებისთვის ბევრი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პარალიზების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას”, _ წერს ჯეიმს აპატურაი.