სომხეთში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვდნენ.
მოქალაქეები ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას „პოლიციის მხრიდან სამართლებრივი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის“.