რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
“23 თებერვალს – ივანიშვილის ხელის ბიჭის, ღარიბაშვილის ხელახალი პრემიერობის პირველივე დღეს, საბჭოთა არმიის დღეს, 100 წლის წინ ოკუპანტებთან მებრძოლი იუნკრების დღეს სამარცხვინო შტურმი მიმდინარეობს.
ამ წუთებში გაზი შეუშვეს იმ ოთახში, სადაც ნიკა, ხათუნა, თამუნა, ხატია, გიგი…ბევრი პოლიტიკოსი და ჟურნალისტია.
რა სამარცხვინო ხარ, ბიძინა!
და რა მწარედ დაისჯები!”– წერს დავით ბერძენიშვილი.