სსიპ სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი, რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერთან ბანერის სახით განათავსეს.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას პრესსამსახურში განუცხადეს, ინიციატივა მერს ეკუთვნის და შეთანხმებული იყო სკოლის დირექტორთან, მშობელთან და ბავშვთან.
ცნობისთვის, გიორგიმ საქართველოს რუკა ცოტა ხნის წინ დახატა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთისგან. სწორედ ამ თემას მიუძღვნა ნახატი გიორგი გოგუაძემ.
„დამიბრუნე ჩემი მიწა ყვავილები მინდა დავრგო“, _ ასე დაასათაურა ნახატი გიორგი გოგუაძემ.