გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გურიაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მაგრამ თოვლი მოსალოდნელი არ არის.
„გურიაში დღეს და ხვალ მცირე ნალექია მოსალოდნელი. ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსი სითბო როგორც დღეს, ხვალაც შენარჩუნდება. დაბლობ გურიაში ყინვა მოსალოდნელი არ არის. მთაგორიანში -1, მაღალ მთაში -7, -9 გრადუსი ყინვა.
27 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს. შესაბამისად, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში დათბება. კვირას, 28 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. იწვიმებს, მაღალ მთიან რაიონებში მოთოვს და გაძლიერდება ქარი. ასეთი ცივი ამინდი 1-ელ მარტსაც შენარჩუნდება. ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს, მაგრამ დაბლობში თოვლი მოსალოდნელი არ არის“,_ ამბობს გვაზავა.