გზაჯვარედინები გამოიყენება შემდეგი რიტუალებისთვის:
სასიყვარულო, ფინანსური გაძლიერებისთვის, ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად, მტრის დასასჯელად, რამე ცუდის მოსაშორებლად და საკუთარი იღბლის გასაძლიერებლად.
არსებობს Т-მოყვანილობის გზებიც, რომლებიც ბოლომდე არ არის გზაჯვარედინი და ქუჩის გზის ერთი კუთხე, ჩიხია. ასეთი ადგილები დიდად არ გამოიყენება მაგიისთვის და მისი დაიგნორება შეიძლება, თუმცა, თუ ხედავთ გზაჯვარედინს, სადაც გზა სამ მხარეს მიდის, ფრთხილად იყავით, იქ დიდი უარყოფითი ენერგიები ტრიალებს. ასეთ გზებს ჯადოქრობისთვის იყენებენ.
სტანდარტული გზაჯვარედინი, როდესაც ორი გზა ჯვარის ფორმით ერთმანეთს კვეთს.
სამი გზის გზაჯვარედინს დიდი ძალა გააჩნია.
არსებობს ასევე ეგრეთ წოდებული “ეშმაკის გზაჯვარედინი“, – ეს არის საღი გრუნტის გზაჯვარედინი, დაახლოებით Ж – ასეთი ფორმის. ასეთ გზაჯვარედინებზე ატარებენ შავ რიტუალებს.
არსებობს ასევე 5 ან 7-გზიანი გზაჯვარედინი, რომელსაც ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ველი აქვს, მაგრამ მათი მოძებნა საკმაოდ რთულია.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არასდროს აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთი, ფული, რამეთუ ძალიან მალე თქვენს თავს უსიამოვნებების კასკადი დაატყდება. იქ ის შემთხვევით არავის დავარდნია. გზაჯვარედინზე ნაპოვნ ნივთს შეუძლია მოგიტანოს ავადმყოფობა, ფინანსური პრობლემები, სიღარიბე, დაშორება საყვარელ ადამიანთან და რაც უფრო ძვირფასია ნაპოვნი ნივთი, მით უფრო ძლიერ მიიზიდავთ ყველაფერ ცუდს, რომლისაგანაც გათავისუფლდა წინა პატრონი.
არ დაითვალოთ ფული გზაჯვარედინზე, ფულის ენერგიას არ უყვარს გზაჯვარედინები.
ნუ დაამთქნარებთ გზაჯვარედინებზე, ავადმყოფობა იცის.
სამ გზაჯვარედინს თუ გადაკვეთთ, ჩაიფიქრეთ სურვილი და ის აუცილებლად აგიხდებათ. მგონი, ეს ერთადერთი კარგია, რაც ახასიათებს გზაჯვარედინებს, მაგრამ სამივე გზაჯვარედინი უნდა იყოს ერთ გზაზე და ხშირად გიწევდეთ იქ სიარული, რამდენჯერაც გადაკვეთთ, იმდენჯერ გაიმეორეთ სურვილი და ხშირად ყოველდღიურად. ის აუცილებლად ახდება. გზაჯვარედინების ენერგეტიკა, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ ძლიერია.
არ გაიაროთ გზაჯვარედინის ცენტრში – ცხოვრება შეგეცვლებათ და ისიც ცუდისკენ.
გინდათ გათავისუფლდეთ ავადმყოფობისაგან? მაშინ წადით გზაჯვარედინზე. დადექით ცენტრში. თუ ამას გააკეთებთ რწმენით, აუცილებლად განიკურნებით. ხმამაღლა დაიყვირეთ ავადმყოფობის სახელი.
ნუ გადააფურთხებთ გზაჯვარედინებზე, ამბობენ, რომ ასე საკუთარ იღბალს აგდებთ თქვენგან.
ეცადეთ, მოერიდოთ გზაჯვარედინებს, რამეთუ ესაა ადგილი, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სამყაროს ენერგიები.