ამ წუთებში, გომისმთისკენ მიმავალ მაშველებს ე.წ. „ვახტანგას საცივის“ ლოკაციასთან მისვლამდე, ორ კილომეტრამდე მანძილი დარჩათ.
_ ბევრი ხალხია ბჟუჟჰესთან თავმოყრილი. აქვე იყო გურიის გუბერრნატორი და წავიდა ზემოთ. ამ წუთის ინფორმაციით, ორ კილომეტრამდე მანძილი კიდევ გასავლელია „ვახტანგას საცივამდე“. ტრაქტორი მიდის, მაშველები უკან მიყვებიან. თოვლი დიდია, ძალიან რთულია მოძრაობა, _ გვითხრა გზამშენი-18“-ის ხელმძრვანელმა თემურ ჯახვამ.