საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
პრემიერმა ჩანაწერების გავრცელებას სააკაშვილის პროვოცირებული მცდელობა უწოდა.
„კარგად გვესმის რას ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. ჩანაწერები გავრცელდა მაშინ, როცა გამოიკვეთა კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის და მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის მიუღებელი და დასაგმობი. იმედი მაქვს ჯანსაღი ოპოზიცია გაემიჯნება“,_ განაცხადა ღარიბაშვილმა.