ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსს” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ გომისმთაზე თოვლში ჩარჩენილი ბიჭები იპოვეს.
ფაქტს “გურია ნიუსთან” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ჩანთა და თხილამურები.
“შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მაშველები, ნაპოვნია თხილამურები და ჩანთა. მიმდინარეობს აქრიური საძიებო სამუშაოები, როგორც გზაზე, ასევე, გზის პირებსა და ხევებში”, _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.