,,ღარიბაშვილი 16 მარტს მაინც ისე წავა მოლაპარაკებაზე, რომ მანამდე ნიკა მელიას არ გამოუშვებენ, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა, უბრალოდ, უნდა აყირავდეს“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ჭიჭინაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანას ცვლილებები და ახალი არჩევნები სჭირდება.
„არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც ერთ ადამიანს, ორჯერ შეუწყვიტა უფლებამოსილება და ორივეჯერ უსამართლოდ! არ შეიძლება ვენდოთ მათ, ვინც არა მარტო 8 მარტის, პრაქტიკულად, ყველა შეთანხმება დაარღვია და თუ ღარიბაშვილი 16 მარტს მაინც ისე წავა მოლაპარაკებაზე, რომ მანამდე ნიკა მელიას არ გამოუშვებენ, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა, უბრალოდ, უნდა აყირავდეს, რადგან მათთან საუბარიც კი ამორალური იქნება. ქვეყანას ცვლილებები სჭირდება, ახალი არჩევნები, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს და არა „ოცნების“ გაუგებარი ყიყლიყოები”, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 16 მარტს ბრიუსელში სამთავრობო დელაგაციასთან ერთად, ოფიცილური ვიზიტით გაემგზვრება, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატოში.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება.