ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი მაღალი გამავლობის ახალი ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
JCB-ის 4 CX Eco მარკის, ბრიტანული წარმოების ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 420 ლარი გაიხარჯა.
_აღნიშნული ტექნიკა სამშენებლო და საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოწყობის, საჭიროების შემთხვევაში, თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ მერიამ ექსკავატორისთვის დამატებითი მოწყობილობა – მულჩერი (აგრეგატი) შეიძინა, რომელიც ბალახის სათიბად, ლერწისა და ტოტების დასაქუცმაცებელია, ხელს უწყობს მოსწორხაზოვნების სამუშაოების გაადვილებას და მისი შესყიდვის ღირებულებამ 23 754 ლარი შეადგინა, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ექსკავატორი გურიის გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ, მერმა კოტე შძარაშენიძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“ გადაეცემა.