ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვაჩეიშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა სახლი მთლიანად გაანადგურა.
5-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
დამწვარია ოჯახის კუთვნილი ავტომანქანაც.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, ელექტროენერგია სახელდება.