იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი აღნაგობა მშობიარობის შემდეგ, შაკირა 2-3 საათში ერთხელ მიირთმევდა მცირე ულუფებით 200-250 კილოკალორიას. მისი კვების რაციონი გამდიდრებულია ცილებით, რკინითა და კალციუმით. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობაც, რომელიც მომღერლისთვის ცეკვის სახით გამოიხატება.
როგორც ნამდვილი ლათინოამერიკელი, შაკირა გიჟდება ხორცპროდუქტებსა და კალორიულ საკვებზე. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კი მოუწია თავის ჩვევებზე უარის თქმა. მან დაიწყო თავის გვერდზე გამომწერებისთვის რჩევების დარიგება და მათი დაცვა.
დაიცავით ოქროს შუალედი: არ იშიმშილოთ, თუმცა არც ზედმეტად მიირთვათ.
დალიეთ ლიმონიანი თბილი წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ყოველთვის ისაუზმეთ.
როცა დიეტაზე ხართ, ერთი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადეთ.
მიირთვით რაც გინდათ, უბრალოდ დაიცავით ზომიერება.
შაკირას დიეტა 2 კვირაზე
საუზმე: ფორთოხლის ან გრეიპფრუტის წვენი, ნესვის ნაჭერი, ტოსტის პური უცხიმო ხაჭოსთან ერთად, რძიანი ჩაი.
სამხარი: 2 კივი ან ატამი, ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი.
სადილი: ბოსტნეულის სალათა პომიდვრითა და ისპანახით, ზეთისხილის ზეთთან ერთად; სპაგეტი ბოსტნეულთან ან სტეიკთან ერთად გამომცხვარი გრილზე; ხილის სალათა; ნატურალური იოგურტი ან ტომატის წვენი უცხიმო ყველთან ერთად.
ვახშამი: ბოსტნეულის სუპი, ბროკოლი ტომატით, ხილის სალათა.
აკრძალვა ეხება ყავას, ალკოჰოლს და ტკბილეულს.