გამოკვლევებიდან ჩანს, რომ საჭმლის მიღებას საათების მიხედვით თუ მოწესრიგებულია, გაცილებით იოლად ვიკლებთ.
ლუიზიანას შტატის (აშშ) მეცნიერები აცხადებენ, რომ ბიორითმები გახდომაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ.
რაში მდგომარეობს ამ ყველაფრის აზრი? -საჭმლის თავის დროზე მიღება წვავს კალორიებს და რაც მთავარია შიმშილის დაუოკებელ შეგრძნებას ამცირებს.
გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალბატონები.
გამოკვლევა უტარდებოდათ კონკრეტულად იმ პირებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებდათ.
ისინი საკვებს 08:00 სთ-ზე მიირთმევდნენ, ასევე 11:00 და 14:00 საათებზე. სწორედ ეს იყო მთავარი მიმართულება.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ადრე მივირთმევთ საკვებს, მეტი შანსია, რომ “შიმშილის ჰორმონები” დაგვიქვეითდეს. “შიმშილის ჰორმონები” ხომ მადას ასტიმულირებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შიმშილის დაუოკებელი განცდა აღარ გვექნება და მადა ჩვენს ხელშია.
მეცნიერები კვლავ აგრძელებენ გამოკვლევებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ახალი რეკომენდაციები მოგვცენ.