“ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებს, ცილისწამებებს წერტილი დაესვა“, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ს სენატში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
მანს ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მოსმენა და შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო არის აშშ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი.
“მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო აშშ-ს სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს, გაკეთებული შეფასებებისთვის, სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის, ეს ერთი. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო არის აშშ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში.
ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით, და რაც მთავარია დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ბრალდებები და ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციისგან”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.