ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს კურთხევით, მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის დედებს ახალი ხელდასმული წინამძღვარი ტაძარში არ უშვებს _ როგორც ჩანს, ნატალია კერესელიძე მათ იმის გამო სჯის, რომ დედები თბილისში, საპატრიარქოს აქციაზე იმყოფებოდნენ.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” დედა სოსანამ, დედათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა დაუდასტურა, რომელიც ამ წუთებში, წვიმაში, ტაძრის გარეთ იმყოფება.
“მეუფე სტეფანეს კურთხევაა, რომ მონასტერში არ შეგვიშვან. ქუჩაში დამტოვა მონაზონი, რომელიც 14 წელი ვცხოვრობდი ჩემი ხელით აშენებულ მონასტერში.
მეუფე სტეფანეს არანაირი სიბრალული არ გააჩნია და არც სინანული, რომ ამ წვიმაში ქუჩაში დაგვტოვა“.
ფოტო: “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი”