პოზნერი რუსულ მედიას მიმართავს და იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც თბილისში მომხდარზე კომენტარებს არ აკეთებს:
„მინდა ავხსნა, რატომ არ მიმიცია კომენტარი თბილისში მომხდარზე და არ მიმიღია ვინმეს მიწვევა გადაცემაში მოსვლის შესახებ.
ახსნა მარტივია და როგორც მეჩვენება, აშკარაა: ადამიანები, რომლებმაც ეს ალიაქოთი მოაწყვეს, ყურადღების ღირსი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომ ჩუმად ვარ და გავჩუმდები”,_ წერს ის.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ყოფნას პროტესტი მოჰყვა და იგი იძულებული გახდა, თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც მისი დაბადების დღის აღნიშვნას აქ აპირებდნენ, დაეტოვებინა ქვეყანა.