ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ დღეს საქართველოში შემოვიდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებობს მოლოდინი, ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებისთვის მიიღებს.
„საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ჩინური წარმოების ვაქცინა. დღეის მდგომარეობით ამ ვაქცინას უკვე ათობით ქვეყანა იყენებს. 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული „სინოფარმით“. კვლევები, რომლებიც ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს და გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის „სინოფარმი“ მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“, – ამბობს გაბუნია.
მისივე თქმით, ვაქცინა უკვე ავტორიზებულია უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რომელიც მკაცრ მარეგულირებლად ითვლება.