უდიდესი ქართველის, სახელოვანი მომღერლისა და ქართული ფოლკლორის მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვაზე, ოზურგეთიდან დელეგაცია გაემგზავრა.
_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, თანამდებობის პირები, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე ჩვენი მოქალაქეები პატივს მიაგებენ სახელოვანი ქართველის, საამაყო გურულის ხსოვნას. მოქალაქეებისთვის გამოყოფილია სამი მიკროავტობუსი -ერთი მშობლიურ მაკვანეთში, ორი კი _ ქალაქში. ტრანსპორტი დილის შვიდ საათამდე შეივსო და გავიდნენ ოზურგეთიდან, რომ დაკრძალვაზე ჩასვლა და შემდეგ, საღამოს ცხრა სათამდე, უკან დაბრუნება შეძლონ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა ჯაფარიძემ.
ანზორ ერქომაიშვილს დღეს, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და მთაწმინდაზე დაკრძალავენ.
ამ წუთებში კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.