ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 21 წლის მამაკაცი მართავდა, გზიდან გადავარდა და ჯებირს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
“მსუბუქი ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრილადა. როგორც ამბობენ, ავტომობილში მარტო ეს ახალგაზრდა იყო”,-განუცხადა “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.