იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
„აღდგომამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა.