ოზურგეთში, ავტოავარიის დროს დაშავებული ბავშვები, ოზურგეთის კლინიკა „მედალფადან“ ქუთაისში, ბავშვთა კლინიკაში გადაჰყავთ.
ეს ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ მიაწოდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი, ბავშვების დედა, რომელიც თავად იჯდა საჭესთან.