ავსტრალიელი მოდელი მირანდა კერი ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.
მირანდას კვების რაციონი:
ახალი ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი, თხილი და მწვანე სალათა. ასევე, მოდელი ღებულობს ვიტამინებს, ბიოდანამატებს (კოენზიმ Q10, ომეგა-3 და ომეგა-6) და პრობიოტიკებს.
მირანდა თავს უფლებას აძლევს, ზოგჯერ მიირთვას პიცა, მაგრამ მაქსიმუმ ორი ნაჭერი.
დილას მირანდა თბილი ლიმონიანი წყლით იწყებს. შემდეგ სვამს პროტეინის კოქტეილს.
ერთი დღის მენიუ:
საუზმე: ტოსტი ავოკადოთი და კვერცხით, ან სალათა ცოცხალი ხილით, ან სმუზი.
საუზმე II: თხილის ასორტი და მწვანე ჩაი.
სადილი: გამომცხვარი ორაგული კურკუმით, ლიმონითა და ნივრით. ბოსტნეულის სალათა (რუკოლა, იისფერი კომბოსტო, კიტრი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი).
ვახშამი: გამომცხვარი ქათამი და კარტოფილის რაგუ.
ძილის წინ: ხილი და უშაქრო ჩაი.