გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, 7 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი და უმეტესად მზიანი დღე, ღამით კი +14 გრადუსი.
ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +25 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე გველის +25 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +14 იქნება. სოხუმში წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +12 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ღამითაც +3 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც იწვიმებს. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
გორშიც უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +8 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამე კი 0 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში მზიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში გამოიდარებს, დღისით +20 იქნება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1-მდე დაიწევს.
უმეტესად ქარიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცრე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი და დაფიქსირდება.