ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ნიგვზიანის მკვიდრი მამაკაცია.
„გურია ნიუსს“ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ მამაკაცი კლინიკაში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მოთავსებული.
“ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა”,_ ამბობენ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით 23 ადამიანია გარდაცვლილი.