დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგის პირველი საკითხის შესახებ, განცხადება იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ეროდი გორდელაძემ გააკეთა:
_ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა ცვლილება. ბესო ქათამაძე გადაირჩიეს და აირჩიეს თორნიკე გოგუაძე, რასაც მხარი უნდა დავუჭიროთ, _ მიმართა მან სხდომის მონაწილეებს.
საკრებულოს ყველა წევრმა თანხმობა განაცხადა და ცნობად მიიღეს აღნიშნული განცხადება.
საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქციის არც ახალი და არც ყოფილი თავმჯდომარეები.