ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის ცენტრში. როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეასკდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.