სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე კაცის ცხედარი იპოვეს. მანამდე მდინარე ენგურმა სამი ცხედარი სოფელ შამგონასთან გამორიყა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.
გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მოქალაქეები, მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მდინარე ადიდდა და დინებამ გაიტაცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურმა ოკუპირებული გალის რაიონის სამი მკვიდრის ცხედარი გამორიყა.