1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
ქალაქის ცენტრში, შინმოუსვლელი ჯარისკაცის დედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს სამტრედიის მერიის, საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა.
შეკრებილებმა გაიხსენეს ის საბედისწერო ღამე, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.