“განსაკუთრებით ლანჩხუთიდან ჩასულმა “ინტელექტუალებმა” შესძინეს ელფერი გაჩეჩილაძის პროტესტს!”, _ ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის ლანჩხუთელმა თანაგუნდელმა ვახტანგ ზენაიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“გია გაჩეჩილაძემ გამოაცხადა ინტელექტუალური პროტესტი გვაქვსო! განსაკუთრებით ლანჩხუთიდან ჩასულმა “ინტელექტუალებმა” შესძინეს ელფერი! _ წერს ზენაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს 13:00 საათიდან გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მდუმარე აქციას “საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს” მართავს.
აქციაზე იმყოფებიან საჯარო მოხელეები, პედაგოგები, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანები.
უცნობი ამბობს, რომ აქცია აპოლიტიკური და პატრიარქის მხარდასაჭერია.