კოვიდინფექციას კიდევ ერთი ლანჩხუთელი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ვირუსის შედეგად ექიმი ქეთევან კალანდარიშვილი გარდაიცვალა.
“კიდევ ერთი ექიმი დავკარგეთ . ერთად დავანთეთ სანთლები ჯიხეთში გასულ წელს, 4 დეკემბერს, ტაძრის დღესასწაულზე… ერთად წამოვედით და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ… მერე მისი ავადმყოფობის შესახებ შევიტყვეთ… ახლაც ყურში მესმის, გასულ კვირას, წირვაზე, მრევლის ერთიანი ვედრება: ქეთინო ექიმი გადაგვირჩინე უფალო… მჯერა, მისი სული ნათელში დაივანებს”, _ წერს ფეისბუქზე მერიის თანამშრომელი მაკა სულაბერიძე.