“ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, რომ იძალადეს – მაშინ 10 წელი სად იყო?! არ უშვებთ იმას, რომ ეს ვიღაცას რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?!” – ასე გამოეხმაურა პარლამენტს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, სადაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი ქმარი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
ელისო ბოლქვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობას მხარს არ უჭერს, მაგრამ ფიქრობს, რომ საქმე გამოსაძიებელია.