ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა. 40 წლის ქამილ ნამაზოვმა დაზიანება სამართალდამცავს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.
დაჭრამდე, ნამაზოვების ოჯახი 112- ს თავად დაუკავშირდა და შვილის დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი ის ნაჯახით გაუსწორდა.
დაჭრილი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია გადაყვანილი. ნამაზოვის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.
დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა მოქალაქეების მიმართაც. ნამაზოვები ამის გამო ექიმს დაუკავშირდნენ და სამედიცინო ჩარევა მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
წყარო: mtavaritv