ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“, – წერია შარლ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.