ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „უხერხემლოს“ გადაღებები დასრულდა.
ფილმის პროდიუსერი, შპს „Film Asylum“-ის რეჟისორი გრიგოლ აბაშიძეა, ოპერატორი _ გური გოლიაძე.
ფილმის პროდიუსერის ნიკა გუგუშვილის თქმით, ფილმის პროექტი ეროვნული კინოცენტრის მიერ არის დაფინანსებული.
“გიგიშა აბაშიძის ფილმის პროექტმა გაიმარჯვა ეროვნული კინოცენტრის კონკურსში. აქედან გამომდინარე, დაიწყო გადაღებები.
ფილმი არის სოციალური დრამა არის ოჯახზე. ფილმში ოჯახს ტრანსგენდერი შვილი გარდაეცვლება. მთელი ისტორია არის აგებულია, თუ როგორ გაივლის ეს ოჯახი ამ გზას.
ფილმის გადაღება უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ რეგიონში და აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აცანა“, _ გვითხრა ნიკა გუგუშვილმა.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ არჩილ ქიქოძე, ია შუღლიაშვილი.
ინფორმაციისთვის: გიგიშა აბაშიძე – რეჟისორი, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „გაკვეთილი“ (2013), „პაპუგაი ნიკა“ (2011), „სადარბაზო“ (2010), „ორშაბათი“ (2010), „ტაქსისტები“ (2009) და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „მეზობლები“.