ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა.
აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“ – მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება.
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
პორტალის ამოქმედების მიზანი ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome?fbclid=IwAR2CeZDmBRyr4pbdiegNIirumj2gOZKGcVA4I9LFGnGtYOEuXjCaTQ2-Iy0