ადვოკატის დაკავება სენაკში ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მოხდა _ ამის შესახებ “გურია ნიუსს“ შსს–ს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ადვოკატი ამ დროისთვის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გრძელდება სამართალწარმოება“, _ განმარტავენ უწყებაში.
ცნობისთვის, ადვოკატი დღეს დააკავეს. დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა _ დავით ასათიანის თქმით, ადვოკატის დაკავებისას გამოყენებულ იქნა არაკანონიერი ძალისმიერი ზომები.