ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
შარლ მიშელმა ხელის მოწერის ცერემონიაზე, აღნიშნა, რომ ექვსი კვირის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, იმ პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც მისი მედიაციით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს. მისი განმარტებით, საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
„მე მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ საქართველოში ჩამოვალ, რათა შევხვდე ყველა თქვენგანს, გამოვხატო ნდობა და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად, რომ გავაძლიეროთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს, 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელმოწერის ცერემონიალზე ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ექვსი კვირის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.