,,ნიკა მელია გამოვა ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ან მეორე ვარიანტია – ეს შეიძლება იყოს ამნისტია”, _ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, განვითარებული ადამიანების ქვეყანა, ძლიერი ოჯახებით და ძლიერი ადამიანებით. ხვალ, ბატონი შარლ მიშელი პირადად ჩამოდის და იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს, ისიც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და ყველა გავერთიანდებით ამ საერთო საქმეში.
ნიკა მელია გამოვა ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ძალიან სერიოზული ჟესტია, ან მეორე ვარიანტია – ეს შეიძლება იყოს ამნისტია“, – განაცხადა ვაშაძემ.