კვლევის თანახმად, ადამიანის სტილი საზოგადოებას მასზე აზრს უქმნის. მაგალითად, თუ უმეტესწილად კლასიკური სამოსი გაცვიათ, თქვენზე ფიქრობენ, რომ თავდაჯერებული და წარმატებული ხართ და სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შემოსავალი გაქვთ.
მონოტონური სამოსის ჩაცმა უფრო მამაკაცებს ახასიათებთ, მაგრამ მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ფერადი წინდები კლასიკურ სამოსს შეუსაბამონ და ვიზუალს მხიარული და ორიგინალური ელფერი მისცენ.
კვლევის მიხედვით, თუ ფერადი წინდების ტარება გიყვართ (ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს), ეს ერთგვარი მესიჯია საზოგადოებისთვის თქვენი შემოქმედებითი ბუნების შესახებ.
თუ შეგიძლიათ ჭრელი წინდა ნებისმიერი სტილის სამოსთან ჩაიცვათ, გარდა კრეატიულობისა, ეს თქვენს გამბედაობაზეც მიუთითებს, ნიშნავს, რომ გიყვართ საზოგადოებაში მიღებული წესების დარღვევა, მათ წინააღმდეგ წასვლა, მეამბოხე ხართ, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ და საკუთარ ქმედებებზე თავად ხართ პასუხისმგებელნი.