,,კახა კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით
,,კახი კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. რაც შეეხება მერობას, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განცხადებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით, როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები და ასევე საკრებულოს მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სამკურნალოდ არც ვყოფილვარ, უბრალოდ, გავესინჯე და პარალელურად რამდენიმე დღე თავს მივეცი იმის უფლება, რომ დამესვენა კიდეც. თვის ბოლოს კიდევ ვაპირებ წასვლას”, _ განაცხადა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, ბოლო დროს, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახი კალაძე, ,,ქართულ ოცნებას“ ტოვებს და სავარაუდოდ, ის შეუერთდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ახალ პარტიას შეუერთდება.