
მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა.
კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 28.64 ქულით მე-60 ადგილი უკავია და შედეგად ქვეყნის მედიაგარემო „პლურალისტურია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არ არის“. გასულ წელს საქართველოს 28.59 ქულა, ხოლო 2019 წელს 28.98 ქულა ჰქონდა.
კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2021“ 2020 წლის მოვლენებს ასახავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა მით უარესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა და პირიქით.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა უსწრებს. სომხეთს 28.83 ქულით 63-ე ადგილი უკავია.
































































