აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებას აინტერესებს, შეეძლებათ თუ არა საფლავებზე გასვლა.
აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტის კითხვას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პასუხი გასცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
„ჯერჯერობით, რაიმე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა მანამდე 10 დღე გასავლელი გვაქვს, ვნახოთ რა მოვლენები განვითარდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.